
გავრცელებული ინფორმაციით ბათუმში დედამ 2 წლის ბავშვი გაყიდა
- 12/03/19
- 2673 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში დედამ შვილი გაყიდა. ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა 2 თვის შვილი სხვას მიჰყიდა.
დღეს ადგილზე მისულებს კი მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლიცია გამოიძახა.
-რადგან ოჯახი აქ აღარ დაგვხვდა, პოლიციას შევატყობინე. როგორც გვითხრეს, მისამართი შეიცვალეს და მიმდებრედ, სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, – აცხადებს ღოღობერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის გაყიდვის შეტყობინებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.