
პროფესიები, რომლებიც 6 წელიწადში აღარ იარსებებს
- 2015-01-20 10:16:58
- 19123 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სტრატეგიული ინიციატივების სააგენტომ ანალიტიკოსებთან ერთად შეადგინა იმ პროფესიების სია, რომლებიც უახლოეს 8 წელიწადში აღარ იქნება საჭირო. ''მოძველებული'' პროფესიების სია ბევრს დასწყვეტს გულს ეს, ძირითადად, ის პროფესიებია, რომელთაც კომპიუტერები უწევენ კონკურენციას და დაახლოებით 2020 წლისთვის აქტუალური აღარ იქნება.
ნოტარიუსი - ეს პროფესია მოძველდება, რადგან გაცილებით მარტივი გახდება საბუთების ინტერნეტის მეშვეობით გაფორმება და საბანკო ოპერაციების ასევე ინტერნეტით განხორციელება, ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით.
ტურაგენტი - შუამავლების გარეშე მოქმედი ინტერნეტ-სერვისები ტრანსფერისა თუ საცხოვრებელის შესარჩევად იმდენად მრავალფეროვანია, რომ ტურაგენტების საჭიროება მალე აღარ იქნება.
ბიბლიოთეკარი, არქივარიუსი - ყველა ბიბლიოთეკა და არქივი მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვდება, მსურველს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ბიბლიოთეკასთან მიუწვდება ხელი და ეს პროფესია თანდათან უსარგებლო გახდება.
პროვიზორი - აფთიაქებიც ინტერნეტით მუშაობაზე გადავლენ, რადგან მყიდველების უმრავლესობა შეძლებს წამლების ონლაინ-შერჩევას, დამოუკიდებლად ან ექიმის რეკომენდაციით. პროვიზორი აფთიაქში მხოლოდ იმ მცირერიცხოვანი ადამიანებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ ინტერნეტით თვითმომსახურებას.
კოპირაიტერი - მონაცემთა ბაზებთან ჩართული პროგრამები თავად მოახდენენ მითითებული ლიტერატურული ფორმისა და საჭირო შინაარსის ტექსტების გენერირებას.
გამომცდელი - ეს პროფესია ეგზოტიკად იქცევა, რადგან რობოტები, სიმულატორები და კომპიუტერული მოდელირება ადამიანს უამრავი სხვადასხვა სირთულის ცდისას სრულიად ცვლის.
წიკითხეთ სრულად