კანის მოვლასთან დაკავშირებული 5 ყველაზე დიდი შეცდომა

კანის მოვლა, ორივე სქესისათვის არის მეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა მოსაზრება კანის მოვლასთან დაკავშირებით, ძალიან მცდარია. მაშ ასე:

1) მჭადის ფქვილით კანის გაწმენდა სასარგებლოა - რეალურად, მჭადის ფქვილის კანზე წასმა და მასირება დიდი დანაშაულია ჩვენი კანის წინაშე. მჭადის ფქვილი არ არის ანტიბაქტერიული საშუალება, ამდენად, შეიძლება კანის სხვადასხვა უბნიდან გადავიტანოთ ჭუჭყი და გამოვიწვიოთ უწყინარი გამონაყარი. ასევე, ის იწვევს კანის მიკროდაზიანებას, რასაც ნაწიბუროვანი ქსოვილების ჩამოყალიბებამდეც მივყავართ.

2) სარეცხის საპონი - დერმატოლოგებისათვის ძალიან მტკივნეული თემა, რომელიც ბევრს დღემდე სიმართლე ჰგონია. კანის დაბანა სარეცხის საპნით, კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან შეიცავს მაღალი კონცენტრაციით სოდას, ამდენად, ამით მხოლოდ დაარღვევთ კანის დამცავ მანტიას და ხელს შეუწყობთ კანის იმუნური სისტემის დაქვეითებას.

3) აკნეს დროს კანის გაწმენდა - ალბათ, ბევრ თქვენგანს გამონაყარის გამწვავების პერიოდში, მიუმართავს დერმატო-კოსმეტოლოგისათვის, რომელსაც ჩაუტარებია თქვენთვის სახის მექანიკური წმენდა და რეზულტატად შეგრჩათ პიგმენტური ლაქები და კანის უსწორმასწორო რელიეფი. არ გაიწმინდოთ და უფრო მეტიც, ხელი არ ახლოთ ანთებით ელემენტებს, აკნეს ან თუნდაც კომედონალური აკნეს დროსაც.

4) საბავშვო კოსმეტიკა ზრდასრულებისთვისაც კარგია - არამც და არამც, არ არის კარგი საბავშვო კოსმეტიკა ზრდასრულებისთვისაც კარგი, რადგან ის სათანადოდ ვერ მოუვლის ჩვენს კანს, ვინაიდან ბავშვის კანისგან განსხვავებით, ზრდასრული ადამიანის კანი განიცდის უამრავი ვიტამინისა და მიკროელემენტის დეფიციტს, რასაც სჭირდება კომპენსირება.

5) კბილის პასტის კანზე წასმა - ალბათ, იმას, რომ კბილის პასტა ბევრ აგრესიულ ნივთიერებას შეიცავს, აღარ უნდა ახსნა, ნუ, რა თქმა უნდა, კანისათვის არის ეს ნივთიერებები აგრესიული. ამდენად, ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას გამონაყარის სამკურნალოდ.
 

image