გემშვიდობებით - ელისო კილაძე თანამოაზრეებს დაუპირისპირდა

ერთ დროს თანამოაზრეები და მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა ქალბატონმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო და თანხის ნაწილი გამოუგზავნა, თუმცა მეორე ნაწილი ამ დრომდე არ გადმორიცხულა, რამაც ელისო კილაძე დააეჭვა, რომ ადგილი აქვს ამ თანხის მითვისებას. ეს ქალბატონი ასევე დაეხმარა საოკუპაციო ხაზთან მყოფ დავით ქაცარავას და მის თანამოაზრეებს.

პოზიციები ორად გაიყო, დავით ქაცარავა და ლაშა ბერულავა ამერიკაში მცხოვრებ ქალბატონს მადლობას უხდიან, რამაც ელისო კილაძე გაანაწყენა, რადგან მასსა და ამერიკაში მცხოვრებ ამ ქალბატონს შორის დაპირისპირებაა.

” მარინა ძაგნიძე აგენტს მეძახის და მაგინებს ,აწყობილი საქმე ჩამიშალაო .ჩემს დაცვას არ აპირებთ,გასაგებია,მაგრამ თაგი მაინც მოხსენით-ტეხავს !
ან მე წამშალეთ მეგობრებიდან ” – დაწერა კილაძემ პოსტი და მოგვიანებით გამოაქვეყნა 2017 წლის ვიდეო, სადაც დავით ქაცარავა რუსეთის მოქალაქეებს ხვდებოდა ერთ-ერთ რესტორანში.

“დავით ქაცარავა პუტინის “ალფა ბანკის” წარმომადგენლებთან ერთად თბილისში. 2017 წელია ! იქნებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის”გმირმა”განმარტოს რაზე ესაუბრება კრემლის ბანკის წარმომადგენლებს ! ერთ საღამოს რუსებთან ვქეიფობთ და მეორე დილას ოკუპაციას ვაპროტესტებთ ?! ჯერ ამ კითხვებზე გვიპასუხოს”გმირმა”,მერე საუბრის შინაარსს მე გამოვაქვეყნებ”– დაწერა კილაძემ.