
ჰამბურგერში ხახვის აღმოჩენის გამო შეშინებულმა ბრიტანელმა კაცმა "მაკდონალდსში" პოლიცია გამოიძახა
- 16/03/19
- 1872 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მანჩესტერის პოლიციამ დააკავა 53 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ლესლი მაკდონაჰი, რომელმაც რამდენჯერმე გამოიძახა პოლიცია, შემდეგ კი რესტორან McDonald's-ის მენეჯერთან იჩხუბა, იმის გამო, რომ მის ბურგერში ხახვი აღმოჩნდა, ინფორმაციას The Sun აქვეყნებს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, მამაკაცი ცოლთან შესახვედრად მიდიოდა, რათა შეუღლების სიმბოლური თარიღი აღენიშნა, მას 6 ქილა ლუდი ჰქონდა დალეული.
ლესლიმ რესტორნის მომსახურე პერსონალს სთხოვა, რომ ბურგერში ხახვი არ დაემატებინათ, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. სწორედ ამას მოჰყვა არეულობა.
მამაკაცმა მაშინვე დარეკა პოლიციის ცხელ ხაზზე ( 999), თუმცა იქამდე, სანამ პოლიცია მოვიდოდა, რესტორნის მენეჯერს ეჩხუბა. პოლიციის მოსვლის შემდეგ კი პოლიციელებსაც ეჩხუბა და ერთ-ერთ ოფიცერს სახეში შეაფურთხა.
ჩხუბისთავს 12 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა მიესაჯა. მისი დამცველი ამბობს, რომ ლესლი დანაშულს არ აღიარებს და გასაჩივრებას აპირებს, რადგან მას ხახვზე ალეგია აქვს და რესტორნის პერსონალს ეს წინასწარ აუხსნა.