რატომ გამოიყვანა ლელა მებურიშვილმა ბავშვი ბაღიდან?

სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დასრულდა მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავი“. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ლელა მებურიშვილი გახლდათ. თითოეულ გადაცემაში ლელა საკუთარი მომხიბვლელობით ატყვევებდა მაყურებელს, რასაც ფეისბუქკომენტარებიც მოწმობს. მოგეხსენებათ, ლელა დაოჯახებულია, მისი მეუღლე ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე გახლავთ, წყვილს ორი შვილი ჰყავს - 4 წლის ალექსანდრე და 2 წლის ლილიკო. ლელას ოჯახზე, შვილებზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- „საქართველოს ვარსკვლავი“ არ იყო პირველი პროექტი, სადაც თანაწამყვანი გახლდით, ბევრ მსგავს პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ყოველთვის

ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. ძალიან მიყვარს და მომწონს ის გუნდი, რომელიც ამ შოუზე მუშაობს, მათთან თანამშრომლობა არის კომფორტი, რადგან ყველაფერი არის დალაგებული და გაწერილი, ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ და შენც ზუსტად იცი, რა არის შენი გასაკეთებელი და ასრულებ შენს საქმეს. გარდა ამისა, სასიამოვნოა ისიც, როცა ნიჭიერ ადამიანებს იცნობ და საზოგადოებას წარუდგენ მათ. „საქართველოს ვარსკვლავის“ დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, რიტმი ცოტა შენელდა, თუმცა იწყება ახალი პროექტი „რანინა“, რომელიც „საბავშვო ევროვიზიისთვის“ შეარჩევს საქართველოს წარმომადგენელს და იგივე და უფრო აქტიური რიტმით მომიწევს მუშაობა, იქაც წამყვანი ვიქნები. ეს პროექტი კიდევ უფრო ამაღლვებლი და ემოციური იქნება, რადგან ბავშვებს ეხებათ.

ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური მხარე. პროექტის განმავლობაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდით და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მაყურებელს. გაუმხილეთ ჩვენს მკითხველს თავის მოვლის საიდუმლო...
- ადამიანი ჩანს თუ არა ეკრანზე, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე. მეც ყოველთვის ვცდილობ, ნორმალურად გამოვიყურებოდე და მოწესრიგებული ვიყო. როცა სახლში ვარ, მაშინაც ვზრუნავ ამ საკითხზე, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაკიაჟით დავდივარ, უბრალოდ ვცდილობ, კანს, თმას მოვუარო და ჯანსაღად ვიკვებო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ძილის სწორი რეჟიმია, რაც რთული დასარეგულირებელია, მაშინ როცა ბავშვები გყავს ან რეპეტიციები გაქვს გვიან. მიუხედავად ამისა, როცა დრო და საშუალება მაქვს, მაინც ვდილობ ხოლმე, რომ ნორმალურად მეძინოს. გაღვიძებისთანავე კანის მოვლა ჩემთვის მოწესრიგების მთავარი კომპონენტია. განაგრძეთ კითხვა