არაფრით გამორჩეული გოგონა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა
- 2015-01-20 18:37:37
- 2399 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბრიტანელმა გოგონამ, 11 წლის სოფია გრეის ბრაუნლიმ მაყურებელი თავისი სიმღერით მოხიბლა. დღეს ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი ბევრი მოზრდილი კოლეგა. სოფიას შესახებ პირველად 2011 წელს გაიგო საზოგადოებამ, როცა მეგობარ როუზისთან ერთად შესრულებული სიმღერის ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა. ახლა კი სოფია ნამდვილი ვარსკვლავია – მას იწვევენ ტელევიზიაში, მისი მეორე სინგლი კი, Best Friends, "იუთუბზე" 6,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
"რაც თავი მახსოვს, სიმღერა მიყვარდა, - ამბობს სოფია, - მშობლები ყოველთვის მხარში მედგნენ და მათვე შემომთავაზეს ვიდეოების გადაღება".
სოფია ისე შეუყვარდა ხალხს, რომ სათამაშოების მწარმოებლებმა მისი და მისი მეგობრის მსგავსი თოჯინები გამოუშვეს.
იხილეთ ვიდეო და წაიკითხეთ სრულად


