შუაზე გახლეჩილი ავტომობილი და გარდაცვლილი 19 წლის გოგონა

კუნძული სალამინა 17 წლის ევას გლოვობს, რომელიც მეგობართან, 24 წლის ბიჭთან ერთად, საზარელ ავარიაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. 24 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მაგრამ გადარჩა. მანქანა, რომელშიც ისინი ისხდნენ, შუაზეა გახლეჩილი.

როგორც ჩანს, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, დარტყმის შედეგად მანქანა ორად გაიხლიჩა და 17 წლის ევა ადგილზე გარდაიცვალა. შესაბამისად, სასწრაფო დახმარების მისვლისას მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა.

გოგონა სალამინაზე ფრენბურთის გუნდის წევრი იყო და ძალიან წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.

გარდაცვლილის ოჯახი ამ თავს დამტყდარ ტრაგედიას ვერ იჯერებს.