18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რთული დღეა, რომელიც შეუსრულებელ ვალდებულებებს, წყენასა და თვალთვალს უკავშირდება. ერიდეთ შორ გზაზე მარტო მგზავრობას და ხმაურიან წვეულებებს. თავი შეიკავეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევაზე.


კურო
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ემოციურობა შეიძლება ახლობელ ადამიანთან გაუგებრობისა და კონფლიქტის მიზეზიც კი გახდეს. ამ დღეს დაძაბულობა პიკს მიაღწევს. მოსალოდნელია ნერვიული აშლილობა ან ცუდი ამბავი. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთად გადაჭრას. მეტი მოთმინება გამოიჩინეთ და უსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას. ნებისმიერი უსიამოვნება მშვიდად მიიღეთ, რადგან ვარსკვლავები მალე სასიამოვნო სიახლეებს გპირდებიან.


ტყუპები
შესაძლოა, ამ დღეს გადაუჭრელმა პრობლემებმა და დაგროვილმა საქმეებმა თავი შეგახსენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დიდი დრო და ფინანსური ხარჯი დაგჭირდებათ. ბედი გამოცდას გიმზადებთ. ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სხვა დროს. მოსალოდნელია კონფლიქტი ახლობელ ადამიანთან ან ადამიანთან, ვისზეც ფინანსურად დამოკიდებული ხართ.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის. სახლის კარი მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს გაუღეთ. გახსოვდეთ, ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს ჯობია. ერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას. შესაძლოა, ინტუიცია გღალატობთ, ამიტომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.


ლომი
პრაქტიკული ხედვა, ენერგიის რაციონალური გამოყენება და ორგანიზატორული ნიჭი ავტორიტეტის ამაღლებაში და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. სიყვარულსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.


ქალწული
არახელსაყრელი დღეა, რომელიც ცილისწამებას, ღალატსა და დევნას უკავშირდება. თავი შეიკავეთ ხანგრძლივი მგზავრობისა და მარტო სეირნობისგან. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით საკუთარ ქონებას. გამორიცხული არაა ძარცვა, ხანძარი ან დანაკარგი.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, კარიერული წინსვლა გელით, თუმცა აჯობებს, რომ ხელი არ მოჰკიდოთ საქმეს, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. ერიდეთ ექსპერიმენტებს და მხოლოდ გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან კონფლიქტის მიზეზი გახდეთ. შესაძლოა, რომანტიკულ გატაცებასა და ოჯახურ მოვალეობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ.


მორიელი
სიყვარულისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. ხელოვანი ადამიანები აღიარებას მიაღწევენ, რაც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებთ. ეს დღე შედეგებს შეაჯამებს და დროებით უსიამოვნებებს გადაგარჩენთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა გელით.


მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ჩანაფიქრის განხორციელებასა და ურთიერთობებში ხელს გიშლით. თქვენი ემოციურობა შეიძლება ახლობელ ადამიანთან გაუგებრობის მიზეზი გახდეს. პარტნიორთან კამათმა და გაუგებრობამ შეიძლება თქვენს ურთიერთობას წერტილი დაუსვას, ამიტომ აქტიურ მოქმედებებს ერიდეთ.


თხის რქა
უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელიც დევნას, ცილისწამებასა და მტრობას უკავშირდება. ვარსკვლავები კეთილგონიერებისკენ მოგიწოდებენ. თავი შეიკავეთ ხანგრძლივი მგზავრობისგან და მარტო სეირნობისგან. ბედი მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებთ.


მერწყული
დღის პირველ ნახევარში თქვენი მოჭარბებული ენერგიულობა ადამიანებს ოპტიმიზმით აავსებს, თუმცა დღის მეორე ნახევარში გირჩევთ, საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრავმები და უბედური შემთხვევები. გირჩევთ, ეს დღე სახლში, ოჯახის წევრების ან მეგობრების წრეში გაატაროთ.


თევზები
წარმატებული დღეა. გირჩევთ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. საქმიანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რადგან დღის მეორე ნახევარში სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. კარგი დღეა აქტიური დასვენების, ზეიმისა და მხიარულებისთვის.