სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში მყოფ ხატია ბუნიათიშვილს პირდაპირ ეთერში დაურეკა

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული რადიო  “RTL”-ის გადაცემის მიმდინარეობისას დარეკა და სტუმრად მყოფ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ახალი ალბომის გამოცემა პირადად მიულოცა.

სატელეფონო ზარი ხატია ბუნიათიშვილისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა. მოგვიანებით მან სოციალური ქსელის გვერდზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პრეზიდენტს.

ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი “შუბერტი” -ს პრეზენტაცია სწორედ ‘RTL’-ის ეთერში გაიმართა.