
გინეკოლოგს, რომელმაც 48 უშვილო ქალი ფარულად დააორსულა 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- 19/03/19
- 4003 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ყოფილი ექიმ გინეკოლოგს, რომელიც მისი 48 პაციენტის შვილის მამა აღმოჩნდა, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მისი შვილების უკმაყოფილება გამოიწვია. გამოცემა The Atlantic-ის ინფორმაციით დამნაშავე გინეკოლოგის პაციენტებმა ზუსტად არ იცოდნენ სპერმა ვის ეკუთვნოდა.
1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არ არსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის გამოყენება მხოლოდ სამჯერ შეეძლო. სკანდალური გინეკოლოგის კაბინეტის კედელი, მისი შვილების ფოტოებით იყო სავსე. ექიმი პენსიაზე 2009 წელს გავიდა. ერთ-ერთი პირველი ვინც გინეკოლოგის საიდუმლოს ფარდა ახადა, ჯეიკობ ბალარდი იყო. ამერიკელმა ქალმა ერთ-ერთ ფორუმზე ვიზუალურად მსგავსი ადამიანი აღმოაჩინა. მათი ნათესაური კავშირი დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა. გენეოლოგიური საიტის დახმარებით, გოგოებმა დებს და ძმებსაც მიაგნეს. 2017 წლისთვის კლაინის შვილების რაოდენობა, რომლებმაც დნმ-ის ანალიზი გაიკეთეს 48-მდე ავიდა.