შვეიცარიაში სახლში მისულ კაცს მძინარე ქართველი ქურდები დახვდნენ

საკუთარ აგარაკზე მისულ შვეიცარიელ მამაკაცს, კოტეჯში მძინარე ქართველი ქურდები დახვდა. შემთხვევა ქალაქ პიან სან ჯაკომოში მოხდა.

შვეიცარიულიმედიის ინფორმაციით, მეზობლებმა ღამით  საეჭვო პირები შენიშნეს, რომლებიც კოტეჯში შესვლას ცდილობდნენ და მეპატრონეს შეატყობინეს.

მეპატრონე კოტეჯში დილით მივიდა და იქ 2 მძინარე ქურდი დაინახა. მათ გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი დააკავა. 

როგორც ირკვევა, პიან სან ჯაკომოში კოტეჯის გაქურდვისას საქართველოს მოქალაქეებს ჩაეძინათ.

გამოძიების თანახმად, ქურდები საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ 19 და 26 წლის მამაკაცები არიან, რომელთაც რამდენიმე სახლის გაქურდვაში წაუყენეს ბრალი.