გორთან ავტობანი გადაიკეტა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ცოტა ხნის წინ სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, ,,მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სავარაუდოდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულია. შემთხვევის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო . მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.