"ტელევიზიით ჩემს ქონებრივ დეკლარაციას გამოვაქვეყნებ..." - გია ჯაჯანიძე პოლიტიკაში მოდის

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ჟურნალ „სარკესთან" საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს.

„საბერძნეთში გაკეთებული გადაღების მერე, მივხვდი, რომ პოლიტიკაში უნდა მოვიდე და ემიგრანტებზე ვიზრუნო. ტელევიზიით ჩემს ქონებრივ დეკლარაციას გამოვაქვეყნებ, პირობას ვდებ რომ ფულს არ მოვიპარავ და ემიგრანტებს დავეხმარები. 55 წლის ვარ და ახლა მომინდა ხალხის კეთილდღეობისთვის ვიცხოვრო", - განაცხადა ტელეწამყვანმა.