ხაშურში სილამაზის სალონში ქმარმა ცოლს დანა 7-ჯერ დაარტყა

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში 30 წლის ქალი დაჭრეს.
“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, თ.ლ-ს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. 
მომხდარ ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, როგორც შსს-ში “ნიუპოსტს” უთხრეს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ექმურება. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.