80 და 73 წლის კაცებმა ბანკი 2 ბანკი გაძარცვეს

ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ორი ასაკოვანი მამაკაცი, რომლებიც ბარსელონასა და მადრიდში განხორციელებულ საბანკო ძარცვებში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა ასაკი 73 და 80 წელია, ნათქვამია ესპანეთის პოლიციის განცხადებაში.  

ძარცვა მოხუცებმა ერთი და იგივე სცენარით განახორციელეს. ისინი კარგად გამოწყობილები შედიოდნენ ბანკებში, იარაღის მუქარით იღებდნენ ფულს სალაროებიდან და დანაშაულის ადგილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით ტოვებდნენ.  

პირველ შემთხვევაში მათ ბანკიდან 32 ათასი ევრო წამოიღეს, მეორე შემთხვევაში კი - 45 ათასი ევრო. დამნაშავეები რიგით მესამე ძარცვას მადრიდში გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება აღარ მისცა.

დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მოხუცებს ძარცვის ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ცნობილია, რომ მამაკაცები წარმოშობით ლათინური ამერიკიდან არიან და მათ იტალიაში კრიმინალური წარსული აქვთ. ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაში იტალიელი სამართალდამცავებიც იღებდნენ მონაწილეობას.