
ქმრის 4 შეცდომა, რომელიც ოჯახს დაანგრევს
- 2015-01-21 09:51:18
- 4214 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

როცა ქორწინება რღვევას იწყებს, საუკეთესო გამოსავალია, ცოტა ხნით განცდები დაიოკოთ და დაფიქრდეთ, რისი გამოსწორება შეიძლება დღესვე. რა თქმა უნდა, ორმხრივი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა მარტოსაც ბევრის გამოსწორება შეგიძლიათ. მსგავს სტატიებში რჩევების ადრესატები რატომღაც ქალები არიან, არადა შეცდომებს მხოლოდ ერთი მხარე არ უშვებს - ცდება როგორც ცოლი, ასევე ქმარი. ამიტომ რჩევები ამჯერად მამაკაცების მიმართ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ქმრის მხრიდან ურთიერთობებში შეტანილ უმცირეს ცვლილებასაც კი ბევრის გამოსწორება შეუძლია. რა არ უნდა ჩაიდინოთ ქორწინებისას, რომ ის გადასარჩენი არ გაგიხდეთ? მაშ ასე, აი ის 4 შეცდომა, რასაც შეუძლია, სავალალო შედეგი გამოიწვიოს:
1. როდესაც არ იჩენთ თანაგრძნობას
ნებისმიერი ურთიერთიერთობისთვის თანაგრძნობის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, ქალები უკეთ გამოხატავენ ემოციებს, ამიტომ მათთვის გრძნობის გაზიარებასაც დიდი მნშვნელობა აქვს.
რა შეგიძლიათ დღესვე გააკეთოთ: უფრო ყურადღებით მოსმენა ისწავლეთ. ხშირად ქმრებს ჰგონიათ, რაკი ცოლი პრობლემებზე ჩივის, მაშინვე გამოსავალი უნდა შესთავაზონ და გაურბიან ამას. არადა, ყოველთვის ასე არ არის. ქალი ხშირად პირველ რიგში მოსმენას ითხოვს, უნდა, რომ თავისი წუხილი მეუღლემ გაიზიაროს. ქმარმაც
კეთილი უნდა ინებოს, მოთმინებით აღიჭურვოს, მოეხვიოს და ბოლომდე მოუსმინოს ცოლს. როგორც კი ემოციური დაძაბულობა გაუვლის, ამის შემდეგ შეგიძლიათ რაიმე გამოსავალი შესთავაზოთ.
2. ფულს ერთპიროვნულად განკარგავთ
როგორც წესი, ქმრებს ოჯახურ ურთიერთობებში ლიდერის როლის მორგება უყვართ, ფიქრობენ, რომ ბოლო სიტყვაც მათ უნდა დარჩეთ. არადა, ოჯახი ერთობლივ ლიდერობას მოითხოვს, ესე იგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც ერთად უნდა მიიღოთ. ამიტომ მნიშვნელოვანი ხარჯები აუცილებლად ცოლთან უნდა შეათანხმოთ. დღესვე შეგიძლიათ ქორწინებას სხვა თვალით შეხედოთ. შეწყვიტეთ პირველობისთვის ბრძოლა და შეთანხმებები დაიწყეთ.
წაიკითხეთ სრულად