რა ეკრძალებათ 2015 წელს თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს

ეს წელი, ერთგვარი გამოცდების წელია ნებისმიერი ადამიანისთვის.
თხის წელი ფინანსური თვალსაზრისით და სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის სტაბილურია. თუმცა, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისგან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თორმეტივე ნიშნისთვის, ის ზოგადად, პრობლემურია ფინანსებთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი მაღალია რისკი საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სიყვარულს, თხის წელი საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რათა არსებულ ურთიერთობას საფრთხე არ შეუქმნათ. თუ ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რჩევებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მაშინ ამ წელს პრობლემები და დანაკარგი მინიმუმამდე შემცირდება, წარმატებების შანსს კი, ერთიორად გაზრდით.


ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის უკეთესი იქნება, თუ ინტუიციას დაუგდებენ ყურს. წელს დიდი შანსია, პირადი ცხოვრება რადიკალურად სასიკეთოდ შეცვალოთ. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. იმოქმედეთ აქტიურად, გამოიჩინეთ ინიციატივა და გახდით მეტად დამთმობი და გულისხმიერი. ასევე, მომჭირნედ ხარჯეთ ფინანსები, რათა ვალის აღება არ მოგიწიოთ.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის წელს საჭიროა ორმაგი ძალისხმევის გამოვლენა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში, მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით და საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად გულღია და დამთმობი. პირადი ცხოვრების მოსაწყობად განსაკუთრებით კარგია წლის პირველი ნახევარი. ამიტომ, მეტად გაამახვილეთ ამაზე ყურადღება და იმოქმედეთ სწრაფად, რათა შანსები ხელიდან არ გაუშვათ.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის აუცილებელია მოქმედება. წელს სიზარმაცე კატეგორიულად გეკრძალებათ. დიდი შანსია ცხოვრება დადებითისკენ შეცვალოთ და იპოვოთ თქვენი ადგილი საზოგადოებაში. ამისთვის კი, უნდა მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და გაითვალისწინოთ სხვების რჩევები. წელს დიდი შანსია, სასიყვარულო პარტნიორი გაიჩინოთ, რომელიც დიდ ბედნიერებასა და ბევრ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით იღბლიანია. არ გაგიჭირდებათ საქმესა თუ სიყვარულში წარმატებების ადვილად მიღწევა. მთავარია, ისწავლოთ ფინანსების სწორად გადანაწილება და მიზნობრივად ხარჯვა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტად ენდოთ და გაანებივროთ სიურპრიზებით.

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის წლევანდელი წელი ნამდვილად წარმატებულია. მეტი შანსი გაქვთ, მაქსიმალურად მიმართოთ მთელი ძალები ფინანსური კუთხით. გაგიმართლებთ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებშიც. თუმცა, ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად ქედმაღალი, რათა გარშემო მყოფების გაღიზიანება და ანტიპათია არ დაიმსახუროთ. პერსპექტიული და ნაყოფიერი წელიწადია, რომელიც თქვენს სასიკეთოდ უნდა მართოთ.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის 2015 წელი, საერთო ჯამში, პოზიტიურია. განსაკუთრებით გაგიმართლებთ პროფესიულ საქმიანობაში და სტაბილური შემოსავალი გექნებათ. მთავარია, მეტი იაქტიურეთ, ფინანსური გარიგებები ჭკვიანურად აწარმოეთ და ისწავლეთ ერთგული ადამიანების დაფასება.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის თხის წელიწადი არც ისე მომგებიანია ფინანსურად და სავაჭრო გარიგებების თვალსაზრისით. თუმცა, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო თავგადასავლები გელით. ნუ მოდუნდებით, ნუ იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ აგრესიული და ნუ დაუმალავთ მას თქვენს ზრახვებს. ასე ის მეტად დაგაფასებთ და ურთიერთობებსაც ააწყობთ.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ამ წელს მეტ ბარიერებსა და წინაღობებს წააწყდებიან. იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად, რათა საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და არ გაგიტაცოთ წამიერმა სასიყვარულო-რომანტიკულმა ურთიერთობებმა. ეს უკან დაგხევთ და დიდ ტრავმას მოგაყენებთ.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის თხის წელიწადი არც ისე ადვილად გასავლელია. ჯობია, შეინარჩუნოთ სტაბილურობა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ნუ გექნებათ დიდი წარმატებებისა და აღმაფრენის იმედი. ფინანსური თვალსაზრისით კი, არ გირჩევთ ვალებისა და კრედიტების აღებას, რადგან მათი დაფარვა და დროულად გადახდა გაგიჭირდებათ. შეინარჩუნეთ სტაბილური გარემო და ურთიერთობები სასიყვარულო პარტნიორთან და გქონდეთ მისი დახმარების იმედი რთულ სიტუაციებში.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ეს წელიწადი გამოცდებს უწყობს. იყავით უფრო აქტიური და შრომისუნარიანი, რათა თავი აარიდოთ გაუგებრობებს. დიდი შანსი მოგეცემათ, წარმატებით დაასრულოთ ფინანსური გარიგებები. ასევე, მოსალოდნელია ოჯახურ ცხოვრებასა და სიყვარულში სასიამოვნო ცვლილებები. ამიტომ, იყავით მზად და არ გაუშვათ შანსი ხელიდან.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს თხის წელიწადში მეტი პოზიტიური შესაძლებლობები ექნებათ. გაგიმართლებთ ფინანსურადაც, თუკი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. საქმიანი და პერსპექტიული წინადადებები დაფიქრების გარეშე მიიღეთ და იცოდეთ, რომ ყველაფერს გაართმევთ თავს. არ შეგეშინდეთ და უკან არ დაიხიოთ. ასევე, ნუ ეცდებით არსებული სასიყვარულო კავშირის დასრულებასა და ახლის ძიებას. ჯობია, არ ეძებოთ ახალი რომანტიკული თავგადასავლები – ეს ძვირად დაგიჯდებათ. მართალია, დიდხანს არ გასტანს, მაგრამ, ფინანსებიც ხელიდან გამოგეცლებათ და მალე თავს, მარტოსულად იგრძნობთ.

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა წელს გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე, კარიერასა და პირად ცხოვრებაში. წელს თქვენი ენერგოტონუსი დაბალი იქნება, რაც პრობლემებს გამოიწვევს. ეს კი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და, ზოგადად, სამუშაოსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებზე. იყავით ფრთხილი და სტაბილური. ნუ აჰყვებით ემოციებს და იმოქმედეთ საღი გონებით. დაეყრდენით ინტუიციას.

ზოგადად, წელს თორმეტივე ნიშანს ეკრძალება ზედმეტი ემოციის გამოვლენა სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში. უსმინეთ შინაგან ხმას და ის ზუსტად მიგანიშნებთ, რა გზით იაროთ. მოერიდეთ ზღვარგადასულ ეჭვიანობასა და ფინანსების უმიზნოდ ხარჯვას. იყავით ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. სასწრაფოდ გაწყვიტეთ საეჭვო კავშირები. ეს წელი, ერთგვარი გამოცდების წელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ასე რომ, თუ ზემოთ თქმულს გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეძლებთ, 2015 წელს ცხოვრების უკეთ მოწყობას.



წყარო