ნუცა ბუზალაძის თეთრი ტრუსი, რომელმაც სოციალური ქსელი ააჭრელა


ნუცა ბუზალაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ მძიმე ტრავმის გამო გამოეთიშა, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდი უკვე დასრულდა. მისი ენერგიული ცეკვის კადრები რესტორან „თეთრ სახლში“ „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.



კომპანია „დეშელის“ საიუბილეო საღამოზე ნუცამ და რატიმ ცეკვის კონკურსში გამარჯვებაც კი მოიპოვეს, პაპარაცება კი ნუცას თამამი მოძრაობები არ გამორჩენიათ. მისმა თეთრმა ტრუსმა სოციალური ქსელი მალევე დაიპყრო.



„ლამაზად აფრიალებდა კაბას „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილიც, რომლის მეწყვილეც ოთო ფოლადაშვილი გახლდათ. რაც შეეხება ლევან ახვლედიანისა და მარიამ როინიშვილის წყვილს, მალე დანებდნენ, კონკურსის ბოლომდე არ უცეკვიათ. შესაბამისად გამარჯვება ორ გოგონას ხვდა წილად, ქეთი ხატიაშვილი და ნუცა ბუზალაძე საღამოს საუკეთესო მოცეკვავეებად დაასახელეს.“- წერენ პრაიმტაიმის გვერდზე.


წყარო - lollipop.ge