რა გელოდებათ აპრილის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
- 26/03/19
- 3802 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი - აპრილში გაგიუმჯობესდებათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იქნებით იმაზე უფრო პოზიტიურები, ვიდრე ოდესმე. მიენდეთ ინტუიციას და ის სწორ გზას გაპოვნინებთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, რადგანაც შესაძლოა აპრილში თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ ალკოჰოლმა გამოიწვიოს. 8 აპრილს მზის დაბნელებაა და თქვენთვის საუკეთესო პერიოდის დასაწყისია.
კარგი იქნება, თუ ამ დღეს რაღაც ახალს დაიწყებთ ცხოვრებაში. სამყარო ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ და ბედნიერი წარმატებული ცხოვრების შენების შესაძლებლობას მოგცემთ. პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ ფინანსური კუთხითაც.
კურო - გაეცით უფრო მეტი სიყვარული და ადამიანებს აჩვენეთ, რა მზრუნველი ხართ. იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ, პროფესიული კუთხით სხვადასხვა პროექტებზე მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდეთ. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. 24 აპრილს მთვარის დაბნელებაა და ეს მოვლენა თქვენს ცხოვრებაში დადებით ენერგიას შემოიტანს.
მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და კავშირი ძველ მეგობრებთან. თუ კარზე სიყვარული დაგიკაკუნებთ, არ გაუშვათ, შემოუშვით ის თქვენს ცხოვრებაში, რადგანაც ამ პერიოდში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა წარმატების მომტანი იქნება.
ტყუპები - უნდა დაფიქრდეთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვის და ვისთვის იბრძვით. უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები და მთავარი ღირებულებები. 24 აპრილიდან ცხოვრებაში მიულოდნელ, მაგრამ პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ კარიერული თვალსაზრისით, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
იგრძნობთ უფრო მეტ თავისუფლებას და შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.
კირჩხიბი - აპრილში თქვენი გავლენების სფერო გაფართოვდება, ადამიანები თქვენს მობაძვას დაიწყებენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ოჯახზე უფრო მეტი ყურადღება სამსახურს დაუთმოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით წარმატებულები.
ცხოვრება ახალი რომანის დაწყების შესაძლებლობას მოგცემთ, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ ამისთვის ნამდვილად მზად ხართ.
ლომი - ძვირფასო ლომებო, აპრილი ეს არის დრო, როცა გრძელვადიანი მოქმედების გეგმა უნდა დასახოთ. თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება. საქმეზე მაქსიმალური კონცენტრირება გჭირდებათ, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ და დრო განტვირთვისთვისაც უნდა დაიტოვოთ.
წარმატებული ადამიანებისგან საინტერესო წინადადებებს მიიღებთ და მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.
ქალწული - შესაძლოა მცირე ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ აპრილის მიწურულს ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ვალის გასტუმრებას შეძლებთ. საქმის კეთების დროს გამოიჩინეთ უფრო მეტი კრეატიულობა და ნუ იქნებით სწორხაზოვნები.
მხოლოდ ამ შემთხვევაში გელით წარმატება. 24 აპრილის მთვარის დაბნელების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, ყველა მიმართულებით, პოზიტიური ცვლილებები დაიწყება.
სასწორი - თქვენს ცხოვრებაში ყოფილების დაბრუნების დრო დგება. შესაძლოა, ყოფილი ბიზნეს პარტნიორისგან, ყოფილი მეგობრისგან რაიმე საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. მოსალოდნელია ყოფილი რომანტიკული პარტნიორის გამოჩენაც, რომელიც ურთიერთობის განახლებას მოინდომებს. განსაკუთრებული ცვლილებები სწორედ სასიყვარულო ურთიერთობებშია მოსალოდნელი.
თუ მარტოხელა ხართ, აპრილში, დიდი ალბათობით, რომანტიკული პარტნიორი გამოჩნდება, ხოლო თუ პარტნიორი გყავთ, სასიყვარულო ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება.
მორიელი - უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესაძლოა, სამსახურში დაწინაურდეთ და თქვენი შემოსავალი გაიზარდოს. იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ.
ყოველდღიური რუტინა მოსაბეზრებელი გახდება და თუ რამეს არ შეცვლით, დეპრესია გარდაუვალია. გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, მაგრამ 24 აპრილის მთვარის დაბნელების გავლენით, პრობლემებს თანდათან მოაგვარებთ.
მშვილდოსანი - 8 აპრილის მზის დაბნელების გავლენით სამყაროსგან ახალი სიყვარულის პოვნის შესაძლებლობას მიიღებთ. წარსულის მძიმე გამოცდილებას, შიშს, იმედგაცრუებას ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ახალ სიყვარულზე უარი გათქმევინოთ. განსაკუთრებით შემოქმედებითები იქნებით ის მშვილდოსნები, რომლებიც წერით, სწავლებით, ან მედიის სფეროში არიან დასაქმებულები.
თქვენ ახლა წარმატების ეტაპზე ხართ. 24 აპრილის მთვარის დაბნელების გავლენით სამსახურში თქვენი სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მთავარია, შესაბამის დროს შესაფერ ადგილას აღმოჩნდეთ.
თხის რქა - განსაკუთრებული ყურადღება და დრო დაუთმეთ ოჯახს. ოჯახთან ერთად გატარებული დრო დაგეხმარებათ, რომ თავი საჭირო და ბედნიერ ადამიანად იგრძნოთ. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა.
ასტროლოგები ამბობენ, რომ 12 აპრილიდან თქვენს ცხოვრებაში ყოფილი სიყვარული გამოჩნდება, რომელთანაც ახალ, იდეალურ რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ.
მერწყული - აპრილი თქვენთვის მომქანცველი თვე იქნება. გექნებათ უამრავი საქმე და გადატვირთული რეჟიმი. გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების რჩევები, რადგანაც ასტროლოგების მტკიცებით, ამ შემთხვევაში დიდი წარმატებაა მოსალოდნელი.
შესაძლოა, ადამიანებმა გული გატკინონ, მაგრამ არ მიაქციოთ ყურადღება და ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რომელიც დაიწყეთ.
თევზები - თევზებო, აპრილში თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და შესაძლებლობების ახალი კარი გაიხსნება. იგრძნობთ თავდაჯერებულობას და ბედნიერებას. საუკეთესო თვეა მოგზაურობისთვის.
შესაძლო მცირე პრობლემებმა იჩინოს თავი სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ 24 აპრილის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება. არაფერში დაადანაშაულოთ საკუთარი თავი და ყველა ნაბიჯი გადადგით იმისკენ, რომ ააშენოთ ცხოვრება, როგორზეც ოცნებობთ.