"ტაში კუკური... რა ჯანდაბად გინდა აკადემიური განათლება და წვალება?"

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ავოიეეეეე! გაუბერა მსოფლიომ! ჩემ უბანში გიჟი ზაზა რომ დარბოდა და ტინკიცობდა რაღაცეებს, ეგ ყოფილა თურმე მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგობა! ამაში დებენ მსოფლიო მაფიის ლიდერები მილიონებს!

მთელი მსოფლიოდან უწიგნური და გონებაშეზღუდული ცირკაჩები შეკრებილან აგერ "ათეულში" და უნდათ დაანახოთ მომავალ თაობებს, რომ თუ გინდა იყო წარმატებული, აი, ასე უნდა იხუნტრუცო! რა ჯანდაბად გინდა
აკადემიური განათლება და წვალება? ტაში კუკური ყოფილა განათლება!

მთელ მსოფლიოში, გლობალურად მიდის ეს პროცესი - რაც უფრო გაუნათლებელი იქნება მასა და რაც უფრო დაღლევებული, მით უფრო იოლად მართავენ...
აბა, წავიდაა - ტრამ-ტა-ტა ტრამ-ტა-ტა კული-კული-კული-კული ტრამ-ტა-ტა... შენ დაუკაააააა...
ბავშვებს უყვართო კაცოოოო! ბავშვებს გაკვეთლების მაგივრად რომ ახტუნავებ და ატუნტრუცებ - შეუყვადები, აბა რა იქნება?“
დუბაიში ლადო აფხაზავამ ფინალამდე მასტერკლასი ჩაატარა და საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა.