
ეროვნული გინესის რეკორდსმენი ბაბი გარდაიცვალა - ეს კი მისი ულამაზესი მცირეწლოვანი შვილია
- 26/03/19
- 8618 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თამარ ბაბილუამ, იგივე ბაბიმ, მუსიკასთან კავშირი საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის ასაკიდან უკრავს ფორტეპიანოზე. 6 წლის ასაკში სწავლა ფოთის ა.ხორავას სახელობის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. 2002 წელს მან წარმატებით დაამთავრა ა.ხორავას სამუსიკო სკოლა და ჩაირიცხა ოთარ თაქთაქიშვილის სამუსიკო სასწავლებელში.
ბაბი სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებში და მოგებული აქვს ისეთი კონკურსები, როგორიცაა „ნორჩ პიანისთა რესპუბლიკური კონკურსი” , „ოქროს როიალი”, „რახმანინოვის კონკურსი”, „ალ. პროკოფიევის კონკურსი”, „ოქროს ტალღა” და სხვა.
იყო 36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. 2003-2005 წლებში ის აქტიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს. მათ შორის არის 2004 წლის კონცერტიც, სადაც ქ.თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მან ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, რახმანინოვისა და გრიგის ნაწარმოებები შეასრულა.
2005 წელს წარმატებით დაამთავრა ო. თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის პროფესიული განათლების კურსი ფორტეპიანოს პედაგოგისა და კონცერტმეისტერის განხრით.
2013 წლიდან დღემდე იყო „ბასტი-ბუბუს” ვოკალის პედაგოგი. წერდა სიმღერებს, ქმნიდა მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობდა არტისტებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და მუსიკალურ ბენდებთან, როგორც პიანისტი და კომპოზიტორი. ასევე, 2013 წლიდან ბაბი „თინ ქლაბის” კონცერტმეისტერი იყო.
2014 წლიდან ბენდ „ნიუტონის” პიანისტი და ვოკალისტი იყო. ნინა სუბლატის ალბომის კომპოზიტორი.
2016 წლის 29 მარტს მან საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდი დაამყარა, რომელიც ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრას გულისხმობს.
თამარ ბაბილუა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დღეს გარადიცვალა.
ახალგაზრდა მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს დამძიმდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თამარ ბაბილუა წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჯგუფმა “ნიუტონმა” და მუსიკოსის მეგობრებმა, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს, რათა ნიჭიერ შემსრულებელს დახმარებოდნენ და მას მკურნალობის გაგრძელება შეძლებოდა.
მეგობრებისა და საზოგადოების დახმარებით, ბაბიმ რამდენჯერმე შეძლო მკურნალობის კურსის ჩატარება და გაჩნდა იმედი, რომ ის შეძლებდა გამოჯანმრთელებას, თუმცა რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, მუსიკოსი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას ერთი შვილი დარჩა.