ფონიჭალაში არის შოკოლადის ქარხანა... ვინც ეს მიამბო შოკიდან ვერ გამოდის..."

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში წერს:

"ფონიჭალაში არის შოკოლადის ქარხანა - „სანდომი“ ანუ, ს ა მ ო ნ ე თ ი!

ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, სამსახური მოეძებნა, ხოდა ასე შემთხვევით აღმოჩნდა იმ ქარხანაში, სადაც შოკოლადის ჩაწყობა ევალებოდა ყუთებში. დილით ცხრა საათზე უკვე ქარხანაში იყო. მასთან ერთად სამი ქალბატონი აწყობდა შოკოლადს,მათ შორის ერთი ორსული. მანქანა, რომელიც შოკოლადს სწრაფად ყრიდა 15 საათი გაუჩერებლად მუშაობდა და ეს ქალბატონები ფ ე ხ ზ ე დგომით 15 საათი აწყობდნენ შოკოლადს ჩქარ-ჩქარა. ამ 15 საათში 15 წუთი შეასვენა მხოლოდ დამკვირვებელმა,ისიც ცალ-ცალკე...

ქალბატონებს იმ 15 წუთის გარდა, წყლის დალევის საშუალებაც არ ჰქონდათ მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ასევე, რამოდენიმე ვიდეოთვალი იყო ოთახში დამონტაჟებული,რომლითაც ადამიანების არაადამიანურ შრომას აკვირდებოდნენ „ბატონები“!!! თუ ვინმე ცუდად გახდებოდა, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. ამას თან ერთოდა უჰაერობა და პეჩენიების დამწვრის სუნი, რომელიც გვერდითა ოთახში ცხვებოდა, სადაც გამწოვი არ იყო დამონტაჟებული...

არ იყო წყალი... შოკოლადიან ხელებს სალფეთქით იწმენდნენ...  ასევე, შიშველი ხელებით აწყობდნენ ხელთათმანების გარეშე...

ეხლა ანაზღაურება! ერთი ტონა შოკოლადი უნდა ჩაეწყო ოთხ ქალს დღეში და ყველა ერთად მიიღებდა 70 ლარს დღიურად. ერთი მოზრდილი ყუთი შოკოლადი ორ კილოს იწონიდა, ანუ ხუთასი ყუთი.

დამკვირვებელი ყოველ წამს აჩქარებისკენ მოუწოდებდა და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლება სკამებზე დასხდნენ და ისე ჩააწყონ, იყო შემდეგი : „ფეხზე დგომით უფრო აქტიურად მუშაობს ადამიანი, დამტკიცებულიაო“...

რათქმაუნდა, იმ საშინელი დღის მერე, ვინც ეს კოშმარი მიამბო იქ არ დაბრუნებულა,მაგრამ, ვერ გამოდის იმ საშინელი სტრესიდან და ეცოდება ადამიანები ვინც იქ დატოვა, ადამიანები, რომლებიც იძულებული არიან იყონ მონები, რადგან ავადმყოფი შვილი, თუ დედა ჰყავთ სარჩენი. ამ ყველაფრის გაპროტესტების ეშინიათ, ვინაიდან დაკარგავენ ვაი სამსახურს. არა მარტო შოკოლადის ჩაწყობა, ყველა სხვა პოზიციაზე მონებად ჰყავთ ქცეული ადამიანები.

მე იმედი მაქვს, დღესვე, ან ხვალვე, შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც შრომის უფლებები ეხება, სამსახურები,რომლებსაც ეს ელემენტალური პირობების კონტროლი ეხება, ეს ნაწარმი ფართო ბაზარს მოიცავს, მიიღებენ შესაბამისს ზომებს.

მე იმედი მაქვს,რომ დაიცათ იქ მომუშავე ყველა ადამიანის უფლებებს და უკეთესს პირობებს შეუქმნით.

ახლობელი,რომ ამ კოშმარულ ისტორიას მიყვებოდა,სურვილი გამიჩნდა მეც მივსულიყავი ვაკანსიაზე და ჩემი თვალით მენახა, ვყოფილიყავი ერთი დღე მონა და მას შემდეგ დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო, ჯერ კიდევ ვერ მოვახერხებ 15 საათი გამოვნახო, თორემ ამას ადამიანების გულისთვის სიამოვნებით გავაკეთებდი.

პატივი ვცეთ ერთმანეთს და თუ ვინმე გრძნობთ, რომ მონურად გექცევიან, ხმა ამოიღეთ, გადაარჩინეთ საკუთარი თავი და სხვებიც.

სულაც არ მიკვირს რატომ დადის ამდენი სევდიანი ადამიანი ამ ქალაქში,დღეს ეს არ უნდა ხდებოდეს....!!! 
#არამონობას! !! 
#დაიცავითშრომისუფლებები!"