ერთი საავადმყოფოს 9 ექთანი ერთდროულად არის ფეხმძიმედ

აშშ-ში პორტლენდის კლინიკის 9 ექთანი თითქმის ერთდროულადაა ფეხმძიმედ. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც ყველამ თითქმის ყოველდღე დავიწყეთ გამოცხადება, რომ ორსულად ვარ, ეს იყო სამსახურის ყველაზე ხალისიანი დღეები“, - ჰყვება ერთ-ერთი ექთანი.

ორშაბათს საავადმყოფომ „ბეიბი ბუმის“ შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მას შემდეგ მილოცვებს იღებს. ექთნების უმრავლესობა ივლისამდე იმუშავებს, თუმცა მოგვიანებით მათ შემცვლელები უნდა უპოვონ.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ორსული ექთნები ერთმანეთს დაეხმარებიან, სანამ თვითონ არ დაეწყებათ მშობიარობა.