ფრთხილად იყავით სანამ ლიფტში შეხვალთ!
- 2015-01-21 10:24:18
- 4585 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისში არსებული ლიფტების უმრავლესობა აღდგენას არ ექვემდებარება და გამოცვლას საჭიროებს.
თბილისში ლიფტების გაუმართაობის შედეგად არაერთი უბედური შემთხვევა ხდება, რამდენიმე თვის წინ დიღმის მასივში მაღალსართულიან კორპუსში ლიფტის ბაგირი გაწყდა, რის გამოც 60 წლის ქალბატონი შახტაში ჩავარდა.
„თბილლიფტის“ გენერალური დირექტორის განცხადებით ამჟამად მათი კომპანიის მუშაობა შეჩერებულია, ამიტომ მერიაში არ არსებობს სამსახური, რომელიც ლიფტების გამართულად მუშაობას გააკონტროლებს, საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობები ლიფტის დამონტაჟების ან შეცვლის მიზნით კომპანიას თავად იძიებენ, თუმცა ეს კომპანიები ლიფტების პერიოდულ ზედამხედველობას არ აწარმოებენ და შესამოწმებლად მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში მიდიან,
„თბილლიფტის“ გენერალური დირექტორის ოთარ დობორჯგინიძის განცხადებით, არ არსებობს ორგანიზაცია რომელიც ლიფტებს შეამოწმებს, „თბილლიფტის“ არსებობისპერიოდში კი ვალდებულება არსებობდა რომ შემოწმება ყოველთვიურად მომხდარიყო.
თბილისის მასშტაბით 120 კომპანია ახორციელებს დედაქალაქში არსებული ლიფტების შეკეთებას და მონტაჟს, თუმცა მერიის მხრიდან მათი ლიცენზირება და კონტროლი არ ხდება.
თბილისში არსებული ლიფტების უმრავლესობა აღდგენას არ ექვემდებარება და გამოცვლას საჭიროებს, მაკონტროლებელი სტრუქტურის შექმნამდე მოსახლეობამ ლიფტის მგზავრობისას საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს.
წყარო