უნიკალური შმთხვევა მსოფლიო მედიცინაში - ჩინელმა ქალმა სხვადასხვა კაცისგან ტყუპები გააჩინა

ჩინელმა ქალმა ქმრისგან და მეგობარი კაცისგან ტყუპი გააჩინა. შემთხვევა ფუძიანის პროვინციაში მოხდა. ინფორმაცია გამოცემა Metro-მ გაავრცელა. ბავშვების დაბადების შემდეგ მამას ეჭვი შეეპარა, რომ ერთ-ერთი ახალშობილი მისი იყო, რადგანაც ტყუპები ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ.

დნმ-ის ანალიზმა მისი ეჭვი დაადასტურა. თავიდან ქალი ქმარს ანალიზის პასუხების გაყალბებაში ადანაშაულებდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ღალატობდა მას. ქმარი მხოლოდ ბიოლოგიური შვილის მამობას დათანხმდა.

ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა პარტნიორის სპერმატოზოიდით (ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია) ძირითადად ცხოველებში გვხვდება, ადამიანებში კი იშვიათი მოვლენაა.