ცნობილი გახდა, რომ გია ვოლსკის სახლი გაქურდეს

"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის აგარაკი სოფელ ახატანაში გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში მძარცველებმა პირველი სართულიდან შეაღწიეს. მათივე თქმით, ადგილზე რამდენჯერმე იმყოფებოდა თავად დეპუტატი და სამართალდამცავები.

ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება შეძლეს მძარცველებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს უარყოფს და აღნიშნავენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება უწყებაში არ შესულა.