თოვა, წვიმა, ქარი - როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები

28-30 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან და მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.