"გაითიშა და კლინიკაში მოათავსეს" - რა მდგომარეობაშია ლალი ბადურაშვილი შვილის დაკრძალვის შემდეგ
- 28/03/19
- 15486 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც შვილის დაკრძალვის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მოათავსეს, ცოტა ხნის წინ გონს მოვიდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მსახიობის ახლობლებმა განუცხადეს. “შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, აქვს ორივე ფილტვის ანთება და შესაბამისად, ჰაერის უკმარისობა.
გათიშვამდე უთქვამს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე ძალით, ცხოველი ვყოფილვარო” – განუცხადეს Ambebi.ge-ს მსახიობის ახლობლებმა. ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა.


