უსახლკარო ადამიანმა მიიღო $72 000 სიკეთისთვის

უსახლკარო  გლენ  ჯეიმსმა  შაბათ  საღამოს  სავაჭრო  ცენტრში  იპოვა  ცანთა, რომელშიც  იდო  $2400 კუპიურებით და  39 000$  ჩეკის  სახით,  ასევე  პატრონის  პასპორტი.
ჯეიმსმა სწრაფადვე განაცხადა ამის შესახებ პოლიციაში, პოლიციელებმა კი მოძებნეს პატრონი დ ა დაუბრუნეს დაკარგული ცანთა, ეს ადამიანი ჩინელი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონში სასწავლებლად იყო ჩასული. ბოსტონის პოლიციის კომისარმა ოფიციალურად გადაუხადა მადლობა ჯეიმსს თავისი გასაოცარი ხასიათისა და კეთილშობილების გამო. ამის შმდეგ ტვითერში აგორდა კამპანია, რომელიც ისახავდა მიზნად ჯეიმსისთვის ფულის შეგროვებას, მას $72 000 შეუგროვეს, რაც ნაპოვნ თანხაზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ასევე ჯეიმსს სხვადასხვა კომპანიებიდან თუ არაამთავრობო დაწესებულებებიდან მიუვიდა მადლობის წერილები და სხვადასხვა საჩუქრები.