“ნიკო ბერიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია”!

ნიკო ბერიძე:„ფულის გაკეთება მოგინდათ ჩმორებო“?
მომღერალი ნიკო ბერიზე სახლთან გაკრულმა პლაკატმა აღაშფოთა. პლაკატზე მან საკუთარი თავი აღმოაჩინა.
როგორც აღმოჩნდა მისი სახელით ვიღაც ფულის გაკეთებას ცდილობდა. „ახლახანს დამხვდა ჩემს სახლზე სამსახურიდან რომ დავბრუნდი :)) ფულის გაკეთება მოგინდათ ჩმორებო?”, – წერს ნიკო სოციალურ ქსელში.
წარწერა პლაკატზე
„მომღერალ ნიკო ბერიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია ისრაელში, დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ეს ნიჭიერი ადამიანი”, – სურათთან ერთად გამოქვეყნებულ ამ განცხადებას მობილურის და ანგარიშის ნომრებიც ახლავს.



წყარო