რატომ დაბურეს თბილისის მეტროს ვაგონებში შუშები?

ბოლო დროს მეტროსადგურებში დაბურულშუშებიანი ვაგონები გამოჩნდა, რამაც საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ სწორედ დაბურულ შუშაზე და მასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებზე ისაუბრა. როგორც თავად განაცხადა, მას რამდენჯერმე მიმართულება აერია, რისი მიზეზიც დაბურული შუშაა. თუმცა დაბურული შუშები მხოლოდ ახალ ვაგონებს აქვთ. 



palitravideo.ge