
ამ წუთებში თბილისში, მტკვარში ადამიანს ეძებენ
- 03/04/19
- 1233 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თბილისში, მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მდინარეში მამაკაცი გადახტა, სწორედ აღნიშნული შინაარსის ზარი შევიდა 112-ში.
ამ დროისთვის მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიება.
"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რომ - "არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია გადახტა თუ არა ვინმე, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები."