შეიძლება თუ არა ინტიმური კავშირი ორსულობის პერიოდში?
- 04/04/19
- 1396 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ის, რომ ორსულობისას სექსი არ შეიძლება და ეს ნაყოფს უქმნის საფრთხეს, ყველაზე გავრცელებული მითია. რეალურად, სექსი არავითარ სარფთხეს არ წარმოადგენს ორსული ქალისთვის და მისი შვილისთვის. ეს ქალზეა დამოკიდებული, განიცდის თუ არა დისკომფორტს სექსუალური აქტისას.
ყველა წყვილისთვის ორსულობის პერიოდი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ზოგს საერთოდ არ გამოსდის ინტიმური ურთიერთობა, სხვებისთვის მხოლოდ ჩახუტება და მსუბუქი მოფერებაც საკმარისია.
პირველი 12 კვირის განმავლობაში ქალების დიდი ნაწილს ტოქსიკოზი და ხასიათის უნებლიე ცვლილება აქვს. ამასთანავე, ბევრი მათგანი საერთოდ სამყაროსადმი ზიზღის შეგრძნებით ივსება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ ტრიმესტრში ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება საშუალოზე მაღალია, ამიტომ სექსი უნდა იყოს არააგრესიული და ძალიან ფაქიზი.
მეორე ტრიმესტრი ორსულობის ყველაზე სექსუალური პერიოდია. მუცელი ჯერ კიდევ პატარაა, მკერდი საგრძნობლად გაიზარდა ზომაში და ბევრად მგრძნობიარეც გახდა, გულისრევის შეგრძნება უკვალოდ გაქრა, ამასთანავე ესტროგენისა და პროგესტერონის მოზღვავება ლტოლვას აორმაგებს. შეგრძნებები სექსის დროს ერთი ორად უფრო მკვეთრია, ხოლო ორგაზმი აბსოლუტურად განსხვავებული სახისაა.
მესამე ტრიმესტრში ყველაფერი იცვლება, სხეულის ზომები აღარ იძლევა საშუალებას იყოთ ისეთვე მოქნილი, როგორც ადრე. საერთო გადაღლილობა ტემპერამენტზეც აისახება. ამ დროს ქალების დიდი ნაწილში შეინიშნება “გაზარმაცება”, როდესაც მათ ეზარებათ განძრევა, აღარ უნდათ გარემოსთან ურთიერთობა და უდიდეს სიამოვნებას განიცდიან გაუნძრევლად წოლისაგან. ასეთ დროს სასიამოვნოა მშვიდი და მონოტონური სექსი, თუმცა ამისათვის მამაკაციც მზად უნდა იყოს.
რა შემთხვევაში უნდა ითქვას უარი სექსზე: როცა: ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება დიდია (თუ წინა ერთი ან რამოდენიმე ორსულობა ვერ დასრულდა წარმატებით); საშვილოსნოს ყელის დაავადება/ტონუსი; საშვილოსნოს კედელზე ნაყოფის არამყარი მიმაგრება; ნებისმიერი მცირე სისხლდენა და უცნაური გამონადენი .