ამ სიმპტომების გამოვლენის თანავე მაშინვე ექიმს მიმართეთ - ამის უგულებელყოფა არ შეიძლება!
- 04/04/19
- 1281 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დიაბეტი თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი ამოცნობა კი არც თუ ისე მარტივია. თუმცა, საკუთარ ორგანიზმზე დაკვირვებით ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს.
შემოგთავაზებთ 8 სიმპტომს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ მიმართეთ სპეციალისტს, რათა მოხდეს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და იმის დადგენა თუ რითია ესა თუ ის სიმპტომი გამოწვეული:
1. თუ ხშირად გიწევთ მოშარდვა
თქვენი სხეული ცდილობს სიგნალის მოცემას და სისხლში შაქრის ბალანსის სტაბილიზებას, რის გამოც ხშირად გინდებათ შარდზე გასვლა.
2. დეჰიდრატაციის შეგრძნება
ხშირი შარდვა დეჰიდრატაციის გამომწვევი მიზეზი ხდება, ამიტომ, შესაძლოა მუდამ წყურვილის გრძნობა გაწუხებდეთ
3. ცუდი სუნი პირის ღრუდან
დეჰიდრატაციამ შესაძლოა უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს პირის ღრუდან და ასევე პირის ღრუს სიმშრალე
4. მხედველობის გაუარსება
აღნიშნული ძირითადად ქალებშია გამოხატული და ის დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომია.
5. ჭრილობების შესახორცებლად დიდი დრო გჭირდებათ
დიაბეტის დროს ჭრილობების შეხორცება რთულდება, თუ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომს, უმჯობესი იქნება თუ სისხლში შაქრის დონეს შეამოწმებთ.
6. წონის დაკარგვა უმიზეზოდ
უმიზეზოდ წონის დაკარგვის გამომწვევი მიზეზი მრავალია, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სწორედ დიაბეტი გახლავთ, სწორედ ამიტომ საჭიროა შაქრის დონის გადამოწმება სისხლში.
7. მუდმივი დაღლილობა
დიაბეტის შემთხვევაში სხეულს ენერგიის სწრაფად დაკარგვა ახასიათებს, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.
8. ოფლის მუქი ლაქები სხეულზე
იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ, რომ ყელის არეში, იღლიასა და იდაყვებზე კანი გაგიმუქდათ, აუცილებლად შეიმოწმეთ შაქრის დონე სისხლში.