გორის პატრულმა და მოქალაქემ ერთმანეთი დასწყევლეს

- "არ მოგახმაროს ღმერთმა ეს ჯარიმა", - უთხრა 50 წლამდე ასაკის ქალმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მას შემდეგ, რაც პატრულმა მისი მეუღლე საგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

 "შენსკენ იყოს ეს ყველაფერი",- უპასუხა პატრულმა.

"ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელმაც პატრულის მტკიცებით საგზაო მოძრაობის წესები გორის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია, პატრულს არაერთხელ უთხრა, რომ ჯარიმას უსამართლოდ უწერდნენ.

ცოლ-ქმრის პროტესტის მიუხედავად, პატრულმა "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლს ჯარიმა მაინც დაუწერა.

radiomosaic.ge