რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას შეცდენის გამო დააკავეს

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცი მეზობელ გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი რამდენჯერმე დაამყარა.

საბოლოოდ კი მამაკაცმა გოგონას ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა რის შემდეგაც არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 30 წლის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში გულისხმობს."

დაკავებულს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.