
გორში 2 თვის ბავშვი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს
- 08/04/19
- 709 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში 2 თვის ბავშვი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახეს.
მშობლების თქმით, ბავშვს მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა.
ადგილზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიციის ეკიპაჟიც მივიდა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.