რა გახდა გორში 2 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში თვენახევრის ბავშვი გარდაიცვალა. მშობლებმა ბავშვი დღეს დილით საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების მიზეზს გამოძიება ადგენს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ტერიტორიული თემის წარმომადგენელი კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ ბავშვი გუშინ სამედიცინო ცენტრში ჰყავდათ.

,,გუშინ საავადმყოფოში ყავდათ ბავშვი, გამოწერეს, მოიყვანეს სახლში, თუმცა საღამოს ხველება დაეწყო ისევ. მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ დღეს დილით ისევ წაეყვანათ საავადმყოფოში,” – აცხადებს კობა ბერიანიძე.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მშობლებს მის გარდა 4 შვილი ჰყავთ.