ყველაზე ძვირადღირებული შეცდომები ისტორიაში
- 2015-01-23 09:41:12
- 3403 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზოგი შეცდომა არ არის უბრალოდ უყურადღებობა ან უიღბლობა. ზოგი მათგანი რეალური ტრაგედიაა, რომლებიც დიდ დანაკარგს იწვევს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომებს, რომლებიც ოდესმე ადამიანებს დაუშვიათ.
"ეფლი"
რონალდ უეინი სტივ ჯობსთან ერთად "ატარიში" მუშაობდა, ვიდრე ორივე სტივენ ვოზნიაკთან ერთად კომპანია ”ეფლზე” დაიწყებდნენ მუშაობას. ის არა მხოლოდ საქმიანი პარტნიორი, არამედ კომპანიის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თუმცა იმის შიშით, რომ კომპანია თავისი პარტნიორების გამოუცდელობის გამო წარმატებას ვერ მიაღწევდა, მან კომპანიის აქციების თავისი 10%-იანი წილი გაყიდა. ჯამში მან 2 300 დოლარი მიიღო. აქციები რომ შეენარჩუნებინა, 2011 წელს მათი ღირებულება 35 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.
"ვარსკვლავური ომები"
ჯორჯ ლუკასი ”ვარსკვლავური ომების” შექმნისას ბევრ წინაღობას წააწყდა. სტუდია ”მეოცე საუკუნე ფოქსთან” დიდი ხანი მოუწია ვაჭრობა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით. სტუდია ფიქრობდა, რომ ფილმი თავის დაფინანსებას გაქირავებაში ვერ ამოიღებდა, ამიტომ ბიუჯეტი 350 000 დოლარით შეამცირეს იმ პირობით, რომ ლუკასს დარჩებოდა ყველა უფლება ”ვარსკვლავური ომების” ბრენდზე. როგორც ყველამ ვიცით, ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა და მის მიხედვით შეიქმნა ვიდეოთამაშები, სათამაშოები, წიგნები და მრავალი სამომხმარებლო ნივთები. საერთო ჯამში ბრენდმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა, მაგრამ ”ფოქსს” აქედან ერთი ცენტიც არ შეხვდა
წაიკითხეთ სრულად