
როგორ გამოიყურება დღეს ინსულტ გადატანილი ემილია კლარკი - მსახიობი საავადმყოფოდან ფოტოსურათებს აქვეყნებს
- 10/04/19
- 13143 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბრიტანელმა მსახიობმა ემილია კლარკმა, რომელმაც მსოფლიოს თავი სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დრაკონების დედოფლის როლით გააცნო, გამოცემა The New Yorker-ს უამბო, რომ გადაღებების დროს გადაიტანა ინსულტი და სამი ოპერაცია ტვინზე.
მსახიობი ჰყვება, რომ პირველად პირველი სეზონის გადაღებების დასრულების შემდეგ სავარჯიშო დარბაზში გული წაუვიდა. ექიმებმა მას სუბარაქნოიდური სისხლდენა დაუდგინეს (ინსულტის ნაირსახეობა). პირველი ოპერაციის შემდეგ, კლარს მეტყველების აპარატის პრობლემები დაეწყო და ამის გამო ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. მოგვიანებით დაიწყო მეორე სეზონის გადაღება და როგორც მსახიობი ჰყვება, ეს მისთვის „ყველაზე საშინელი სეზონი იყო“, რადგან მუდმივად გრძნობდა თავის ტკივილს და სულ სჭირდებოდა მორფინი.
ემილია კლარკის თქმით, თითქმის 6-წლიანი წვალების შემდეგ, თავს ახლა ძალიან კარგად გრძნობს.