ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე დაქორწინდნენ
- 10/04/19
- 6603 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
10 აპრილი განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა 27 წლის ქართველი მოდელის - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძისთვის, რომლებმაც ამ დღეს საკუთარი ბედი ერთმანეთს უკვე ოფიციალურად დაუკავშირეს. მოდელმა ნიშნობის შესახებ ინსტაგრამზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა და საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტო ატვირთა.
იქამდე კი მზადების პერიოდის ამსახველი კადრითაც გაგვანებივრა თუმცა აღნიშნული ვიდეოს წარწერამ "waiting for" საზოგადოებას ეჭვიც კი ვერ გაუჩინა იმ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ, რომელიც მას ელოდა.
მოგვიანებით რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო პროდიუსერმაც ატვირთა, "ბედნიერება ყოველთვის შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გეწვევა" - დაწერა ნოემ.