საუდის არაბეთის მეფე გარდაიცვალა

90 წლის ასაკში საუდის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდილაზიზი საავადმყოფოში პნევმონიით გარდაიცვალა.

მეფე აბდულა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებდა.

აბდულა იბნ აბდილაზიზი საუდის არაბეთს 2005 წლიდან მართავდა. ტახტს მისი ძმა სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდი დაიკავებს.