1 მაისიდან "შესახვევ" თამბაქოზე ახალი რეგულაციები შემოდის!

1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.  თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ ახალ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც 2 კვირის შემდეგ შევა ძალაში.

"1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუ თუთუნი, ელექტროსიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, სარეალიზაციოდ გაგაქვს, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტან, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინო ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული,“ - განაცხადა ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.