გავრცელებული ინფორმაციით გორთან მომხდარ აფეთქებას რაგბის საქართველოს ნაკრების წევრის მამა ემსხვერპლა
- 12/04/19
- 6447 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"პრაიმტაიმის'' ინფორმაციით, გორის მაგისტრალზე გარდაცვლილი მამაკაცი რაგბის საქართველოს ნაკრების წევრის გურამ გოგიჩაშვილის მამა, გურამ გოგიჩაშვილია. ამ ინფორმაციას ოსიაურში ხაშურის მერის წარმომადგენელი ლაშა მალხაზიშვილიც ადასტურებს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანა დაიწვა. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


