ვინ არის კაცი, რომელმაც ნოტრ დამის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გადარიცხა

ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო პირობას დებს, რომ ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. ამის შესახებ New York Post-ი წერს. 

Kering-ი მოდის სახლების, Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის მფლობელია. ფრანსუა-ანრი პინო ცნობილი მსახიობის, სელმა ჰაიეკის ქმარია.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ჩამქრალია.