გორში ერთ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს

სპეცოპერაციის შედეგად გორში 1 პირი დააკავეს, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ჭალის დასახლებაში მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა დაუდასტურა. 

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან 1 პირი ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის დააკავეს.

ინფორმაციისთვის, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, თითქმის 1 საათის განმავლობაში, იყვნენ მობილიზებულები. სპეცოპარაციის მიმდინარეობისას, რადიო "მოზაიკას" ადგილობრივებმა უთხრეს, რომ სამართალდამცველები ერთ-ერთ ბინაში ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდნენ.