ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მაისის თვეში გამდიდრდებიან
- 16/04/19
- 4699 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თევზები, ვერძი, კირჩხიბი, კურო
ასტროლოგიაში მთვარის ფაზებს და მის გავლენას ადამიანების ბედ-იღბალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაკიღა მთვარე ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა, მისი “დახმარებით” ძირითადად მანდილოსნები უფრო უკეთ სარგებლობენ ვიდრე მამაკაცები. თუმცა მთვარის ვსებადი ფაზის დროს, ბევრი ქალი უარყოფითი ენერგიის მოჭარბებას და ნეგატიურ განწყობასაც განიცდის რაც ისევ და ისევ კონკრეტული ფაზის ბრალია. თუმცა, დღეს გვინდა საჭირო რჩევა მივაწოდოთ იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს დაიკლოს წონაში და გაზარდოს საკუთარი მატერიალური შემოსავალი. ამ ეტაპზე მთვარე კლებად ფაზაშია, რომლის დროსაც ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი – ვანგა ქალებს
ურჩევდა დაეწყოთ დიეტა, დაეპროგრამებინათ თავი ბარაქასა და ფულზე.
კლებადი მთვარის პერიოდში სასურველია შემდეგი სურვილების მატერიალიზაცია:
გახდომა
ავადმყოფობისგან განკურნება
ფინანსების მოზიდვა
მავნე ჩვევების მოშორება
წარუმატებლობისგან გათავისუფლება
სამყარო ვიზუალიზაციის და თვითჩაგონების გასაოცარ ნიჭს ანიჭებს თითოეულ ადამიანს. მთვარე კი მისი ფაზების მიხედვით ეხმარება ნებისმიერ ჩვენგანს იმაში, რომ ამა თუ იმ სურვილს რეალურად მისცეს ფორმა და განახორციელოს იგი.
საამისოდ კლებადი მთვარე იდეალური პერიოდია. მიმდინარე დღეებში ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი პრობლემები. დაუნიშნეთ მათ ე.წ. “დედლაინი” ანუ ვადა როდისთვის უნდა იყოს ეს პრობლემები საბოლოოდ მოგვარებული. მიუთითეთ როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარების გზები. შემდგომ ეს ფურცელი დაკეცეთ და დაწვით. ფერფლი კი საუკეთესო შემთხვევაში გააყოლეთ გამდინარე წყალს. ზუსტად ამგვარად მოხდება თქვენი პრობლემების გაქარწყლება.