15 წლის ბიჭმა მარტვილში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
- 17/04/19
- 2297 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მარტვილში 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა შეატყობინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ნახეს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა სუიციდის მიზეზი. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაუდასტურეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოზარდის ფოტოს „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.