შემაძრწუნებელი ფოტოსურათები მონპელიედან - რა პირობებში ცხოვრობენ უკიდურეს სიღატაკეს გაქცეული ქართველები საფრანგეთში


საფრანგეთში წასული საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. „კარვების ქალაქი“ - სადაც ქართველები ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. მათ უმრავლესობას მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

„ეს და სხვა ქართველი ბავშვები საფრანგეთში ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ და ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი.

ქართველი ბიზნესმენები საფრანგეთში ნოტრდამის აღსადგენად მსხვილ თანხებს გადარიცხავენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან საფრანგეთის სახელმწიფოს 500.000 ევრო გადაერიცხება“, - წერს Facebook-გვერდი „ერთად სახლში“ და ფოტოებს ავრცელებს.